|
2019-06-18 13:48:44, 1324 ნახვა
საზოგადოება
საგარეო: სტამბოლში მოკლული საქართველოს მოქალაქე, საფოსტო გზავნილების ოფისის თავდასხმაში მონაწილეობდა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოკლული საქართველოს მოქალაქე საფოსტო გზავნილების ოფისის თავდასხმაში მონაწილეობდა. სამონისტროს წარმომადგენლის, ვლადიმირ კონსტანტინიდის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მისივე თქმით, საკონსულოს მეშვეობით ცხედრის გადმოსვენება მოხდება. გარდა ამისა, კონსტანტინიდის განმარტებით, თავდასხმაში მონაწილე საქართველოს ორი მოქალაქე ადგილიდან მიიმალა. "ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი საკონსულო არის აქტიურად ჩართული. ჩვენი კონსული ამ წუთებშიც იმყოფება პოლიციაში. გარდაცვლილია საქართველოს ერთი მოქალაქე. მოხდა ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე, კერძოდ, საფოსტო გზავნილების ოფისზე თავდასხმა, სადაც იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე. დაჭრილია ორი ადამიანი, თავდასხმის ობიექტები. დანარჩენი ორი პირი, ვინც თავდასხმაში მონაწილეობდნენ, მიიმალნენ. არის ვერსია რომ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან. უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გვეცოდინება. რაც შეეხება, გადმოსვენების საკითხს, ჩვენ ძალიან მყისიერად ვრეაგირებთ, ეს დაკავშირებულია, როგორც ფიზიოლოგიურ პროცედურებთან, ასევე გამოძიების შედეგებთან", - განაცხადა კონსტანტინიდმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)