|
2019-06-17 18:46:50, 980 ნახვა
საზოგადოება
ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის რაიონში ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 9 200 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდა. დაახლოებით, 480 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, 6 400 კვ.მ ფართობზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ამ ეტაპზე, მოსულიშვილის ქუჩაზე გამწვანების ზონის მოსაწყობად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება, შემოდგომაზე კი ნარგავები დაირგვება. დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და გულია გოცირიძესთან ერთად დაათვალიერა. „გლდანის რაიონში არაერთ მისამართზე გზის საფარის კაპიტალური მოწყობა განვახორციელეთ, მათ შორის, მოსულიშვილის ქუჩაზე, სადაც გზის ამორტიზებული საფარი შეიცვალა და სანიაღვრე ქსელი მოეწყო. რაიონის მასშტაბით, სხვა ქუჩების რეაბილიტაციასაც განვახორციელებთ და არაერთ ქუჩას მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობა „ენკამ“ განახორციელა. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 672 400 ლარია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)