|
2019-06-17 16:30:03, 1543 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს
სოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე მედიასთან განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფინანსურ შეთანხმებას ხელი ხვალ მოეწერება. მამუკა ბახტაძის შეფასებით, პროექტი ეროვნული იდეის, განათლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. „ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი მსოფლიო ბანკის მხრიდან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს განათლების სისტემის რეფორმას. თანხა გამოიყოფა ინოვაციების, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში. ეს ამავე დროს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილს, რომელსაც ჰქვია ადამიანური კაპიტალის გაზრდა საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად ყველა ქვეყანაში ზომავს ადამიანური კაპიტალის ინდექსს. ეს პირდაპირ კავშირშია 21-ე საუკუნეში საქართველოს კონკურენტუნარიანობასთან. ჩვენ ამ კუთხითაც გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის ზრდაში დაგვეხმარება. „პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები. პროექტში მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული იმ მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლობენ მთიან რეგიონებსა და სოფლებში, მათ შორის ცალკე პროგრამა არის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეების მხარდასაჭერად",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)