|
2019-06-14 14:48:16, 1057 ნახვა
საზოგადოება
ტრანსგენდერთა თემი „ღირსების მარშს“ არ შეუერთდება
„პატივს ვცემთ „თბილისი პრაიდს“, მაგრამ ღირსების მარშს არ ვუერთდებით“, - ამის შესახებ ტრანსგენდერთა თემის წარმომადგენელმა გაბრიელა როსკიპოვა-რომანოვამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ წელს პრაიდის დაანონსებამდე არავის ჩაუთვლია საჭიროდ ეკითხა აზრი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის და ზომები მიეღო მათი უსაფრთხოებისთვის. „ჩვენ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები ვაცხადებთ, რომ არ ვუერთდებით წლევანდელი „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშს. ამავდროულად, მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ, ივნისის თვეში ჩვენზე გახშირებული თავდასხმების გამო დაუყონებლივ მიიღონ ზომები ჩვენს დასაცავად, რათა შევძლოთ, როგორც მინიმუმ მშვიდ გარემოში არსებობა. სექს-სამუშაოში ჩართულ ტრანსგენდერებს ყოველდრიურად გვიწევს გვიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის, არათუ შეგვიძლია ჩვენი უფლებების დაცვა. ჩვენი არსებობაც კი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ყოველდღიურად ვინიღბებით და ვიმალებით, რადგან ჩვენი სიცოცხლე გამუდმებით საფრთხის ქვეშ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოგვკლან ისე, როგორც მოკლეს ჩვენი მეგობრები. გარდა ამისა, როგორც ტრანსგენდერთა თემის წარმომადგენელი აცხადებს, 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ მაისის თვეში თავდასხმების რაოდენობა თემის წევრებზე საგრძნობლად იზრდება, მაგრამ პრაიდის დაანონსების შემდეგ თავდასხმებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო. „პატივს ვცემთ ორგანიზატორების სულისკვეთებას, LGBTQ აქტივისტებთან ერთად, ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ჩართული უთანასწორობასთან ბრძოლაში, ყოველთვის ვიდექით და დავდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვინც იბრძვის თემის ხილვადობისა და მისი უფლებების დასაცავად, თუმცა , სამწუხაროდ ჩვენ ვთვლით, რომ პრაიდზე გასვლა თუ არ გასვლა ვერ შეგვიმსუბუქებს იმ რთულ მდგომარეობასა და დაუცველობის შეგრძენებას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. სამწუხაროა, რომ წელს პრაიდის დაანონსებამდე არავის ჩაუთვლია საჭიროდ ეკითხა აზრი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის და მთელი ზომები ჩვენი უსაფრთხოებისთვის მიეღო. ასევე, ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ თემის იმ წევრების მიმართ, რომლებიც ღიად მხარს უჭერენ პრაიდს და იმედი გვაქვს, რომ ამ განცხადებას მტრულად არ მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად მივიღეთ“, - განაცხადა რომანოვამ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)