|
2019-06-14 10:21:01, 1658 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: საქართველოში აშშ - ის კომერციული რეგიონალური წარმომადგენლობის შექმნის პროცესი დაიწყება
„მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს განიხილავს, როგორც პოტენციურ ჰაბს რეგიონში, სადაც აშშ-ის კომერციული და ეკონომიკური რეგიონალური წარმომადგენლობა უნდა არსებობდეს. ეს იქნება წარმომადგენლობა, რომელიც მთლიანად რეგიონს მოემსახურება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმის კომენტირებისას. მინისტრის განცხადებით, საქართველოში აშშ - ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი დაიწყება, რომელიც რეგიონული დატვირთვის ოფისი იქნება. მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და აშშ - ის კომერციის მდივან ვილბურ როსის შეხვედრის შემდეგ გაიმართა. დოკუმენტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ - ის კომერციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)