17:59 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 17:17:02, 1032 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, ფონდმა „ქართუმ“ 8 მილიონი ლარი დახარჯა

13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ჯამში 8 მილიონი ლარი დახარჯა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ დედაქალაქის მხარდაჭერისთვის.

„13 ივნისი არის ერთობის ერთგვარი სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო, მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, როგორი გაერთიანდა აბსოლუტურად ყველა, მიუხედავად ასაკისა. როდესაც 13 ივნისის დილა გათენდა და ვნახეთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჩვენი ქალაქი, ვფიქრობდით, რომ შეუძლებელი იქნებოდა მისი მოწესრიგება, თუმცა ერთად დგომამ, თანადგომამ ყველაფერი შეგვაძლებინა – დაწყებული ახალგაზრდებით, უწყებებით, ბიზნესსექტორის ჩართულობით. გვახსოვს, როგორი შემოწირულობები კეთდებოდა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო „ფონდი ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 8 მლნ გადმორიცხა, რათა მოწესრიგებული ყოფილიყო ინფრასტრუქტურა და კომპენსაციები მიეცათ დაზარალებულებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics