01:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 12:48:41, 1463 ნახვა

სამართალი
ლაგოდეხში, 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ლაგოდეხში, 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულ 40 წლის მამაკაცს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, მამაკაცი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში, სოფელ კაბალში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა.

„არასრულწლოვანი დაორსულდა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა. შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლადდაბადებული ბავშვის ბავშვის მამაა“, - განაცხადეს შსს-ში.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics