|
2019-06-11 10:34:01, 1481 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი პოლონეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს - იაროსლავ შიმჩიკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი გახარიამ და იაროსლავ შიმჩიკმა ხაზი გაუსვეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდა. შეხვედრას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - მამუკა ჭელიძე, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი - ირაკლი დონდოლაძე და პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე - გიორგი გამსახურდია ესწრებოდნენ. ორი ქვეყნის საპოლიციო სტრუქტურის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, იმსჯელეს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მეთოდებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)