|
2019-06-10 12:01:28, 1670 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი: 2019 წლის პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6.3%-ით შემცირდა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. მათივე ცნობით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში. „სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის I კვარტალში 75.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების სექტორში განხორციელდა და 139.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 49.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 42.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი 28.6 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება, 2019 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორ ქვეყნებს , პირველ ადგილზეა ირლანდია ინვესტიციების საერთო მოცულობაში 47.4 პროცენტიანი წილით, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 15.1 პროცენტით, ხოლო მესამეზე აშშ - 8.0 პროცენტით“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)