14:52 - 22 Jul, 2026
|
2019-06-09 20:27:49, 1344 ნახვა
საზოგადოება
გახარია: მისასალმებელია, რომ არჩევნები დედაქალაქში ასე წყნარად და მშვიდად მიმდინარეობდა
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, შუალედური არჩევნების მე-2 ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და ამომრჩევლის სტატუსით ერთ-ერთ საარჩევნო უბანს ეწვია. გახარიამ ჟურნალისტებთან არჩევნების მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობაზე ისაუბრა. „პირველ რიგში ხმა მივეცი მთაწმინდის, სოლოლაკის განვითარებას, შემდეგ რა თქმა უნდა ხმა მივეცი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მისასალმებელია, რომ მეორე ტური საქართველოს დედაქალაქში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უბანში ასე წყნარად და მშვიდად მიმდინარეობს, დასრულდება და რა თქმა უნდა გაიმარჯვებს ღირსეული“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)