|
2019-06-09 13:27:54, 1141 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე სამგორის ოლქის ამომრჩეველი მივიდა
რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, მიქელაძის განმარტებით, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე სამგორის ოლქის ამომრჩეველი მივიდა. „რამდენიმე საარჩევნო უბანზე, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და მასში შემავალი საუბნო კომისიები, დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები. მაგალითად, ერთ შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე მივიდა სამგორის ოლქის ამომრჩეველი. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ასეთ შემთხვევას გადაამოწმებს და ჩაინიშნავს. მივმართავთ მოქალაქეებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც 9 ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებული შესაბამის უბნებზე“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. რაც შეეხება საჩივრებს, პრეს-სპიკერის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთი საჩივარი, რაც უბნის წევრის მხრიდან წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარს ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)