|
2019-06-08 12:04:23, 1047 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონს სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა
საბურთალოს რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩა N37ბ, სოფელ დიღომში, აღმაშენებლის ქუჩა N60-სა და ვაჟა-ფშაველას ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნები მოეწყო. პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადეები და სპორტული მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი. ახალი სპორტული მოედნებიდან ორი კომბინირებულია, ხოლო ბოჭორიშვილის ქუჩაზე ფეხბურთის მოედანი გაიხსნა. ოთხ მისამართზე - ბახტრიონის ქუჩა N22, ვაჟა-ფშაველას გამზირის N42, დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩა N1-სა და პეტრიწის ქუჩა N13-ის მიმდებარედ კი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა. დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, საბურთალოს სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა. ჩვენთვის სოფელ დიღომში, სადაც ასეთი სივრცეების ნაკლებობაა, სპორტული მოედნების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განხორციელებული პროექტებით მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. სპორტული სივრცეების მოწყობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. სამუშაოები, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 285 520 ლარით დაფინანსდა, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „დოკასპორტმა“ შეასრულა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)