|
2019-06-07 14:15:40, 1337 ნახვა
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მაღალი ტემპერატურის დროს განსაკუთრებით მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხევევები, რაც მისივე განმარტებით, საკვების არასათანადოდ შენახვის და არასათანადოდ შენახული საკვების მიღებითაა გამოწვეული. "ხშირად დავიბანოთ ხელები გრილი წყლით, ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა იქნება 25-29 გრადუსზე. განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები. მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა. თუ ივლიან, აუცილებელია, რომ გარკვეული პერიოდი იყვნენ მხოლოდ თაკარა მზეზე და ისიც დიდი ხნის განმავლობაში არა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე განცხადებით, არასათანადო წყლის პროდუქტების მიღებამ შეიძლება ინფექციური დაავადებების განვითარება გამოიწვიოს. გამყრელიძე ამბობს, რომ ყველაზე მოწყვლადი მომატებული ტემპერატურის მიმართ ბავშვები და ხანდაზმულები არიან, ასევე სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, როგორებიცაა - გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ფილტვის ქრონიკული დაავადებები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)