|
2019-06-07 12:21:49, 896 ნახვა
საზოგადოება
„ჩაინა ლილო სითის“ მფლობელი ხანძრის განზრახ გაჩენას არ გამორიცხავს
„ჩაინა ლილო სითის“ მფლობელი, ლაურა ღაჭავა ხანძრის განზრახ გაჩენას არ გამორიცხავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მტრები ჰყავს და არ არის გამორიცხული მომხდარი სწორედ მისთვის ზიანის მიყენებას უკავშირდებოდეს. ამასთან, ის ითხოვს, ტერიტორიაზე საიდანაც ცეცხლი პირველად გაჩნდა ვიდეო- სათვალთვალო კამერების დალუქვა მისი თანდასწრებით მოხდეს. „იქ არც შუქი ყოფილა და არც არაფერი არ ყოფილა და უკვე ეჭვი მეპარება რაღაცეებზე. მეპატრონე ჩინელებმა ახლა მომაწოდეს, რომ საწყობიდან გაჩენილა. საწყობი იყო დაკეტილი, შუქი არ არის, არაფერი არ არის. დაკეტილი იყო და საიდან ცეცხლი მითხარით? ვინმემ ხომ არ შეაგდო რაღაცა. ამას ვერ ვამბობ ჯერ ვინ, ძალიან ბევრი მტერი მყავს. ვიღაცას ხელს ვუშლი“, - განაცხადა ლაურა ღაჭავამ. შეგახსენებთ, რომ ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე, ცეცხლი დაახლოებით 23:00 საათისთვის გაჩნდა. დამწვარია ათას კვადრატულ მეტრამდე ფართი და ათობით მაღაზია. ცეცხლის ჩაქრობას 90-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)