|
2019-06-07 01:24:38, 1254 ნახვა
საზოგადოება
კახა ბუხრაძე: ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოვაჭრეებმა ხელი არ შეგვიშალონ სამუშაოების შესრულებაში
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე, ლილოში მდებარე ე.წ. "ჩინური ქალაქის" ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის ადგილზე იმყოფება, სადაც მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: "ლილოში მდებარე ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრში ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო ავტომანქანა. ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოვაჭრეებმა ხელი არ შეგვიშალონ სამუშაოების შესრულებაში. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 187-ე მუხლით. ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს". ლილოში ე.წ ჩინელების ბაზარში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია სულ დამწვარია 1000 კვადრატული მეტრი - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. "ჩინური ქალაქის" ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესახებ 112-ში შეტყობინება საღამოს 22:35 საათზე შევიდა. როგორც უწყებიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, ადგილზე დაუყოვნებლივ 70-მდე მეხანძრე-მაშველი, 14 სახანძრო მანქანა და 2 სამაშველო ჯგუფი გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)