13:46 - 22 Jul, 2026
|
2019-06-06 15:46:09, 1429 ნახვა
საზოგადოება
შსს: მიმდინარეობს გამოძიება, რის შემდეგაც ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ცნობილი გახდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვასილ პეტრიაშვილმა, ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილიდან მედიისთვის კომენტარი გააკეთა. „მომხდარი შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაცვლილია 3 ადამიანი - პილოტი, პილოტის დამხმარე და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნება ექსპერტიზები და ექსპერტიზების პასუხის შემდეგ, ცნობილი გახდება მიზეზი, თუ რის გამო ჩამოვარდა ვერტმფრენი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად“, - განაცხადა ვასილ პეტრიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)