|
2019-06-06 11:06:07, 906 ნახვა
საზოგადოება
მწვანე ავტობუსები N55 მარშრუტზე გავიდნენ
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავ N55 მარშრუტზე ახალი, მწვანე „მანის“ მარკის ავტობუსები გავიდნენ. N55 მარშრუტი, N71-თან და N50-თან ერთად, მესამე მარშრუტი იქნება, რომელიც კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩას გაივლის. კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრა 18, 32 და 47 ნომრებთან, ხოლო თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ. აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდნენ. გარეუბნებიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი სამივე მარშრუტის კოტე აფხაზის ქუჩაზე გატარება ძველი თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უბნის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. პირველი მწვანე ავტობუსები თბილისის ქუჩებში 13 მაისიდან N85 და N95 მარშრუტებზე გავიდნენ. თბილისის მერიამ სულ 90 ერთეული მწვანე „მანის“ მარკის ავტობუსი შეიძინა. მათგან თბილისმა უკვე 50 ერთეული მიიღო. დარჩენილი 40 ავტობუსის შემოყვანა მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)