13:46 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 10:20:27, 912 ნახვა

საზოგადოება
IDFI: პირველადი ინსპექტირებისთვის ავტომობილის მფლობელებმა 16 მილიონზე მეტი დახარჯეს

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქარათველოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების შედეგებს აქვეყნებს.

შედდეგების თანახმად, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირება 232, 470 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა.

უფრო დეტალურად, მათი ცნობით, პირველადი ტექინსპექტირება გაიარა 232, 470-მა ავტომობილმა, აქედან დახარვეზდა 114, 830.  ტექინსპექტირება კი, გაიარა 117,640-მა ავტოტრანსპორტმა.

ხოლო, განმეორებით ტექინსპექტირებას, დახარვეზებული 114, 840 ავტომობილიდან განმეორებით ტექდათვალიერებას 80, 999 ავტომობილმა მიმართა, საიდანაც კვლავ დახარვეზდა 4,330 და ტექდათვალიერება გაიარა 76, 669 ავტოტრანსპორტმა.

IDFI-ის ინფორმაციით, ავტომობილების მფლობელებმა პირველად ინსპექტირებაში ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. ამასთან, მათივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დახარვეზების საფუძვლებს არ აღრიცხავს. ასევე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაც უფრო ახალია ავტომობილი, მით უფრო ნაკლებია დახარვეზების შემთხვევები.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics