12:29 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 11:59:10, 830 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ხუცუბანში 2,2 კმ.  ასფალტბეტონის საფარი მოეწყო. პროექტის ღირებულება 1 034 000 ლარს შეადგენს.

 მიმდინარე წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 10 მილიონი ლარის სამუშაოებს განახორციელებს.  მოეწყობა 15 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, 24 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი და აშენდება 7 ახალი ხიდი.

თორნიკე რიჟვაძე ხუცუბნის ცენტრის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. სოფლის ცენტრის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან 395 645 ლარია გამოყოფილი.

პროექტის მიხედვით  დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა მწვანე ზოლი და შეიცვლება გარე განათების სისტემა. განახლდება რაგბის მოედნი და მოეწყობა 2 ახალი მოსაცდელი.

 მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოჯნახულა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics