|
2019-06-02 14:33:48, 1013 ნახვა
საზოგადოება
ლესბოსელი აქტივისტი ნინო ბოლქვაძე საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს
ლესბოსელი აქტივისტი ნინო ბოლქვაძე საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. "1977 წელს დავიბადე. ბავშვობაში ვერის პარკში მდებარე ქართულ ეკლასიასთან მამასთან ერთად რომ ჩავივლიდი ხოლმე კარი მუდამ დაკეტილი იყო და ზედ დიდი ბოქლომი ეკიდა. შემდგომში კარიც გაიღო და ჩვენ, საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბავშვებს, მოგვეცა იქ შესვლის უფლება. მერე რა რომ ლესბოსელი ქალი ვარ, მეც ადამიანი ვარ, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ, რომლისთვის ახლოა სარკმევლის სურნელიც, სხვა ადამიანების გვერდით ლოცვის მადლიც, საკუთარი ცოდვების დაძლევის საჭიროებაც და უსუსურობაც, რომელიც ადამიანად დაბადებას უკავშირდება. მსურს დაგვინახოთ. არაფერია ჩვენში განსაკუთრებულად საშიში. იგივე ხორცისგან შევდგებით და იგივე ვნებები გვაქვს რაც ნებისიერ სხვას. იგივენაირად გვტკივა და გვიხარია. იგივენაირად ვტირით და განვიცდით. იგივენაირად გვიყვარს ჩვენი ახლობლები და ვცდილობთ გვიყვარდეს მოყვასი მაშინაც როდესაც მას ვძულვართ. ალბათ მკითხავთ, რა საჭიროა გარეთ გამოსვლა. მეტყვით რომ ჩვენი ცოდვის დემონასტრაციას ვახდენთ, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებთ და საზოგადოებაში ვნებათაღელვას ვიწვევთ. გეტყვით რომ საქართველოში ლგბტ ჯგუფის მიმართ წლების მანძილზე არსებულმა რეპრესიებმა განაპირობა ჩვენდამი შიში, ზიზღი და აგრესია. 2000 წლამდე ციხეში გვსვამდნენ. შემდეგ სენსაციასა და რეიტინგზე ორიენტირებული მედიები ჩვენ ეგზოტიცაციას და შედეგად მეტ მარგინალიზაციას იწვევდნენ. შეუძლებელია ცხოვრება როდესაც შენს ირგვლივ ადამიანებს ეზიზღები ან როდესაც შენი ეშინიათ. გვსურს ჩვენმა დებმა და ძმებმა დაგვინახონ, რომ ჩვენ არც ურჩხულები ვართ და არც დემონები, მიხვდნენ რომ ჩვენ შორის მსგავსება გაცილებით მეტია ვიდრე სხვაობა. ვიზიარებთ სხვა საზოგადოებების გამოცდილებას და ვხედავთ რომ მხოლოდ ამგვარად შეიძლება გაქრეს ჩვენ შორის უფსკრული, რომელიც არავის არაფერს არგებს.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)