04:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-02 12:45:49, 1436 ნახვა

სამართალი
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს  თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ. კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ბრაუნინგისა“ და „ტოზის“ მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics