15:43 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 12:34:42, 1166 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს უფროსს, ევგენი ჟუკოვს შეხვდა, რომლის ხელმძღვანელობითაც ბანკის შემფასებელი მისია საქართველოში ბანკის წლიური შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს გაეცნო.

როგორც ცნობილია, საქართველომ უკვე გააკეთა ოფიციალური განაცხადი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის თბილისში გამართვის თაობაზე.

ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა შემფასებელი მისიის ვიზიტის ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისში მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და განხორციელებული რეფორმები.

შეხვედრაზე  აზიის განვითარების ბანკის  სამდივნოს ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოტენციალი და აღნიშნა, რომ ქვეყანას  აქვს კარგი შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აღნიშნულ ფორუმს.

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების თაობაზე წინადადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან და ბანკის დირექტორებთან აზიის განვითარების ბანკის 52-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების დროსაც დააყენა.

სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა ბანკის შემფასებელი მისია, რომლის დროსაც მისიის წევრებმა დაათვალიერეს ყოველწლიური შეხვედრის გამართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, გამართეს შეხვედრები სხვადასხვა საჯარო უწყების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის შედეგებს შემფასებელი მისია აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს წარუდგენს, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება  აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური  შეხვედრის საქართველოში ჩატარების თაობაზე.

 

  

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics