14:44 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 14:50:13, 549 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგებელმა II საერთაშორისო საქველმოქმედო მუსიკალური ფესტივალის უცხოელი შემსრულებლები მიიღო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში II საერთაშორისო საქველმოქმედო მუსიკალური ფესტივალის უცხოელი შემსრულებლები მიიღეს.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიტვის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიას ღონისძიების მხარდაჭერისთვის და შემდგომში სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს.

ქალაქ მოსკოვის ჯგუფის ქორეოგრაფმა ხაზი გაუსვა ერთმორწმუნე ერების რუსეთისა და საქართველოს მეგობრობის მნიშვნელობაზე, ამ მეგობრობის განმტკიცებაში კულტურის უმნიშვნელოვანეს როლზე და ამის საფუძვლად მან მუნიციპალიტეტისა და კულტურის ცენტრ „ოდიშის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალი დაასახელა. მოსკოვის ჯგუფის ქორეოგრაფმა ედიშერ თოლორაიას სიმბოლურად ხატი გადასცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქის მერიის წარმომადგენელმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

საერთაშორისო ფესტივალი ART KOLKHI მაყურებლებსა და შემსრულებლებს ორი წლით დაემშვიდობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics