05:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 11:26:23, 1003 ნახვა

საზოგადოება
ტურგენევის ქუჩაზე წყალარინების სისტემა ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ტურგენევის N4-ში, სადაც 32 ოჯახი ცხოვრობს, წყალარინების სისტემა ეწყობა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, რაიონის გამგეობა აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურასაც მოაწესრიგებს. 

მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნულ მისამართზე, 50 წელზე მეტია მსგავსი სამუშაოები არ ჩატარებულა. თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 41 000 ლარი გამოიყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გამგეობა ეზოში გზის საფარს მოაწესრიგებს, რათა მოსახლეობას  კომფორტული საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოები, რომელსაც ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არმაზი“ ახორციელებს, ერთი თვის ვადაში დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics