|
2019-05-23 11:10:22, 974 ნახვა
საზოგადოება
ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით დებატების „ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “დებატების: ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებსა და პროექტის მონაწილეებს გარემოსდაცვითი საკითხებისადმი დიდი ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ბიომრავალფეროვნების დღის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ბიომრავალფეროვნების დაცვის აქტივობებში უფრო მეტი მოტივირებული ახალგაზრდა ჩაერთვება. დებატებში სააპლიკაციო ფორმაზე დაყრდნობით შერჩეული სხვადასხვა სკოლის 12 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებმაც დასკვნით ღონისძიებამდე თეორიული და პრაქტიკული სწავლება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიარეს. მონაწილეებმა კრწანისის ტყე-პარკის განვითარების სამი განსხვავებული მოდელი წარმოადგინეს და საკუთარი მოსაზრება თეორიული და პრაქტიკული სწავლების შედეგად მიღებული ცოდნით და მოძიებული არგუმენტებით გაამყარეს. გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწე კვალიფიციური პირებისაგან დაკომპლექტებული კომისიის წევრების გადაწყვეტილებით გამარჯვება მოიპოვა გუნდმა, რომელმაც კრწანისის ტყე-პარკის განვითარების რეკრეაციული მიმართულება წარმოადგინა. პროექტის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისგან და პარტნიორი ორგანიზაციებისგან სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)