|
2019-05-22 13:24:54, 1119 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, რომელთაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდათ ზარალი აუნაზღაურდებათ
2019 წელს აგროდაზღვევის პროგრამა აპრილის თვეში დაიწყო და ამჟამინდელი მონაცემებით, პროექტის ფარლგებში საქართველოს მაშტაბით გაცემულია 6548 პოლისი, საიდანაც უდიდესი ნაწილი მოდის კახეთზე 4930 პოლისი. 19 და 20 მაისს ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიური მოვლენების შედეგად დაფიქსირდა 1088 შეტყობინება. აგროდაზღვევის პროექტში ჩართულმა სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიებმა მყისიერად მოახდინეს შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება, ჯგუფები უკვე ადგილზე მუშაობენ და ინტენსიურად მიმდიანრეობს ზარალის დათვლა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 2019 წელს ჩართულია 8 კომპანია. სურვილის შემთხვევაში აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას. აგროდაზღვევის პროექტში 2019 წლიდან, წინა წლების მსგავსად თანამონაწილეობა სადაზღვევო პოლისზე სახელმწიფოს მხრიდან ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50% აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს რომელიც ფლობს მაგალითად 30 ჰექტარს ან 100 ჰექტარს შეუძლიათ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ციტრუსოვანი კულტურებისთვის) წლიდან წლამდე პროექტი ცვლილებებს განიცდის და იხვეწება საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით. 2018 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში შევიდა ცვლილებება, რომლის თანახმად, დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნული ცვლილება იმოქმედებს 2019 წელსაც. მოცდის პერიოდი და სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4-დღის ვადითაა განსაზღვრული. აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის, ბიუჯეტიდან წელს 8 მილიონი ლარი გამოიყო. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 5 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა) შემცირებაა. 2014- 2018 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში: • გაცემულია 81,453 პოლისი • დაზღვეული ფართობი შეადგენს 71,413 ჰა • ჯამში დაიზღვა 551,366,395 ლარის მოსავალი • ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 33,854,463 ლარის სუბსიდირება მოახდინა. 4 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 35,304,952.65 მლნ. ლარი შეადგინა.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)