|
2019-05-20 15:24:29, 1076 ნახვა
საზოგადოება
მოზარდების მორიგი დაპირისპირება 51-ე სკოლასთან - შსს-მ გამოძიება დაიწყო
თბილისში, 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სავარაუდოდ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ინციდენტი სკოლის უკანა ეზოში მაშინ მოხდა, როდესაც მე-12 კლასელები ბოლო ზარს ზეიმობდნენ. თვითმხილველების განცხადებით, დაპირისპირებაში მონაწილე პირებს თეთრი, წარწერებიანი მაისურები ეცვათ, ამიტომ, ისინი ვარაუდობენ, რომ ყველა მათგანი მე-12-კლასელი იყო. მათივე მტკიცებით, ჩხუბის ფაქტები 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის ხშირი მოვლენაა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულიხმობს. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ინციდენტის რომელიმე მონაწილის დაჭრის ფაქტი ამ დროისთვის არ დასტურდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)