|
2019-05-19 21:10:36, 1164 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - პროვოკაციებს ველოდებით ხმების დათვლის დროსაც, თუმცა ამისთვის მზად ვართ
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციებს ხმების დათვლის დროსაც ელიან, თუმცა ამისთვის მზად არიან. მდინარაძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. "საზოგადოებამ რეალურად ნახა, რომ დღეს არჩევნები იყო მშვიდ ვითარებაში მიუხედავად იმისა, რომ მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილი ცდილობდა სხვაგვარად წარმოეჩინა დღევანდელი დღე, თუმცა არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, ისე,როგორც უნდა ჩატარებულიყო ის, კანონის ფარგლებში. კარგად იმუშავეს როგორც სამართალდამცავებმა, ისე ჩვენმა წარმომადგენლებმა, კანონის ფარგლებში მათ შეძლეს,პრაქტიკულად, ყველა პროვოკაციის თავიდან აცილება. დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ დამკვირვებლებსაც, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამაში და, ასევე, მადლობა საზოგადოებას, რომლის წარმომადგენლებიც არ წამოეგნენ ამ პროვოკაციებზე. ჩვენ, ამ ეტაპზე, პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებთ. მართალია, ჩვენი მონაცემებით ჩვენი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს, მაგრამ რამდენიმე საათში გვექნება გაცილებით მყარი მონაცემები, რასაც მყისვე ვაცნობებთ საზოგადოებას თქვენი მეშვეობით. პროვოკაციებს ადგილი ჰქონდა დღევანდელ დღემდეც, დღესაც, რასაც არ წამოეგო არც საზოგადოება, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, არც სამართალდამცავები წამოეგნენ და არც ჩვენი წარმომადგენლები. თუმცა, პროვოკაციებს რა თქმა უნდა ველოდებით, ამისთვისაც მზად ვართ და ვფიქრობთ რომ აქაც უშედეგო იქნება ჩვენი ოპონენტების ძალიან დიდი ნაწილის მცდელობა, რომ ამაზე ააგოს მთელი საარჩევნო კამპანია მათი გაგებით. პროვოკაციების მცდელობა იქნება, მაგრამ ამ პროვოკაციებს მეტი გასაქანი და მეტი ასრულება შეიძლება აღარ ჰქონდეთ, რადგან ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ტიპის პროვოკაციისთვის , როგორც პარტია, ასევე სამართალდამცავი ორგანოები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)