09:16 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 17:39:28, 1363 ნახვა

კომენტარი
კალაძე საიაზე: ალბათ სააკაშვილის განცხადებაზე უნდოდათ ეთქვათ - „შემაშფოთებელი“

"შეიძლება სააკაშვილის განცხადებაში აერიათ და ალბათ ამიტომ უნდოდათ ეთქვათ შემაშფოთებელი", - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საარჩენო სიების თაობაზე საიას განცხადება. 

კალაძესთვის საიას შეფასება გაუგებარია. 

"უბრალოდ გაუგებარი იყო საიას განცხადება: შემაშფოთებელი უწოდა და, ასევე, განცხადებაში საუბრობდა, რომ ეს კანონის დარღვევა არ არის. ამიტომ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია მათი განცხადებები. შეიძლება სააკაშვილის განცხადებაში აერიათ და ალბათ ამიტომ უნდოდათ ეთქვათ შემაშფოთებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.

მანამდე კალაძემ განაცხადა, რომ პარტიის კოორდინატორებს უბნებზე სიით დგომის კანონიერი უფლება აქვთ. სწორედ აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა საიას შეფასება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics