|
2015-06-29 13:21:15, 540 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოს სახელდების კომისიამ თბილისის აეროპორტისთვის რუსთაველის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო
საკრებულოს განათლებისა და კულტურის, სახელდებისა და სიმბოლიკის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, თბილისის აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებას ალტერნატივა არა აქვს. ამასთან, სახელებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის ლია ჯიხველაძის თქმით, კომისიას სხვადასხვა დროს ჩვენს ჯგუფებმა მიმართეს წინადადებით, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ბესარიონ ქემურიასა და ალექსანდრე ქართველიშვილის სახელი მინიჭებოდა. „ბესარიონ ქემურიას სახელი აეროპორტში დასახლებას ჰქვია, დიმიტროვის სახელობის ქარხანას კი ელექსანდრე ქართველიშვილის სახელი დაერქვა. თან იმ ფონზე, რომ ქუთაისში არის დავით აღმაშენებლის, მესტიაში კი თამარ მეფის სახელობის აეროპორტი, ჩვენთვის მიღებულია, რომ თბილისში შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი იყოს“,-აღნიშნა ჯახველაძემ. თბილისის აეროპორტისთვის რუსთაველის სახელის მინიჭებას ეთანხმება, ასევე რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის დეკანი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სათათბიროს წევრი გიორგი შავლუტაშვილი. „როდესაც ჩვენს აეროპორტს საჰაერო სივრცეში ალექსეევკად მოიხსენიებენ, ბუნებრივია ავტომატურად დგება საკითხი ვისი სახელი დაერქვას. მე მაინც მგონია, რომ რუსთაველი ის ფენომენია, რომელიც საუკუნეების მანძილზე განსაზღვრა ქართველი კაცის ცნობიერება და ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი აზრი თბილისის აეროპორტისთვის მისი სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით იქნება ერთსულოვანი. უცხოელისთვის არის ასეთი მოველნა, ჩავდივართ აეროპორტში, რომელსაც აქვს კონკრეტული ადამიანის სახელი, იწყება ვინ არის ის... ეს იქნება რუსთაველის პოპულარიზაცია“,-აღნიშნა შავლუტაშვილმა. რაც შეეხება, საკრებულოს ოპოზიციას "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი თამაზ ცინცაბაძე მიიჩნევს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის სახელის მინიჭების საკითხი ფართო დისკუსიის საგანი უნდა ყოფილიყო. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე აცხადებს პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ თბილისის აეროპორტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მინიჭებოდა, „მთელ მსოფლიოში აეროპორტებს გამოჩენელი პოლიტიკოსების კერძოდ, პრეზიდენტების სახელი ენიჭება. თბილისის აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება მნიშვნელოვანია, რადგან ეს დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან. რაც შეეხება შოთა რუსთველს ხდება მისი სახელის გაიაფება. ის მსოფლიოში ისედაც პოპულარულია. თბილისის აეროპორტს ჯობდა მინიჭებოდა, თუნდაც ნოე ჟორდანიას სახელი მიუხედავად იმისა, რომ მისი პოლიტიკური მხარდამჭერი არ ვარ. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ყოველგვარი ეროვნულის წინააღმდეგ და ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მითითება, რომელმაც მისი პრემიერ-მინისტრობის დროს განაცხადა, რომ საქართველოს სამი პრეზიდენტი ჰყავდა და სამივემ ქვეყანას მხოლოდ დაუშავა. მათ შორის გულისხმობდა ზვიად გამსახურდიას. ეს მისი სიძულვილი და გაგება, რომ საქართველო დიდი სოფელია, მხოლოდ წარსული გააჩნია არა აქვს აწმყო, ეს არის დირექტივა რა თქმა უნდა საკრებულოში არავინ არ წყვეტს რა სახელი მიენიჭოს თბილისის აეროპორტს . ეს გადაწყვეტილია შუშის დასახლებაში. თბილისის აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება პოლიტიკური სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ტურისტისთვის თუნდაც უბირი იყოს, ესმოდეს გამოცხადება, რომ ეს არის გამსახურდიას სახელობის აეროპორტი და დაინტერესდეს და იკითხოს ვინ არის გამსახურდია, რომ ეს არის პრეზიდენტი და ჩვენ სახელმწიფოებრიობა გაგვაჩნია და გაგვაჩნდა“,-განაცხადა უგრეხელიძემ. დღეს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს სათათბიროს წარმომადგენლებს შეხვდება და თბილისის აეროპორტის სახელის მინიჭების საკითხს განიხილავს. აღნიშნული გაერთიანებული კომისიების დასკვნა კი, თბილისის აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით ხვალ საკრებულოს სხდომას გადაეცემა, სადაც დეპუტატები ამ საკითხს კენჭს უყრიან. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოთხ ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთველის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)