10:44 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 15:46:01, 967 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში სხვადასხვა სახის 22 პროექტი ხორციელდება

საბურთალოს რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის 22 პროექტი ხორციელდება.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია შარტავას ქუჩა N16, მიცკევიჩის ქუჩა N14, ყაზბეგის გამზირი N3ა, N3-ში და კოსტავას ქუჩა N75-ში მიმდინარეობს, სადაც წყალარინების ქსელი და საკომუნიკაციო ჭები შეიცვლება.

აღნიშნულ მისამართებზე დაახლოებით, 273 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც პროექტის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.

პროექტების ფარგლებში, სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, ვაჟა-ფშაველას გამზირი N14-სა და ამბროლაურის ქუჩა N166-ის მე-7 კორპუსში.

მიცკევიჩის ქუჩაზე, N29 კორპუსსა და ცინცაძის ქუჩა N43-ში ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია ხორციელდება. კორპუსის ბრტყელი სახურავი შეკეთება კი ცინცაძის N85-ში მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის, რაიონში ცხრა ლიფტის რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, ლიფტების კაბინები, ელექტროძრავა, ბაგირი და კარები შეიცვლება.

პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 725 153 ლარით დაფინანსდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics