|
2019-05-15 17:01:25, 969 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ ახალი კულტურული პროგრამა „შემოქმედებითი თბილისი“ წარადგინა
დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ახალი პროგრამა „შემოქმედებითი თბილისი“ წარადგინა. სამეფო უბნის თეატრში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილმა განაცხადა, ახალი პროგრამა ევროკავშირის პროგრამას „შემოქმედებითი ევროპა“ ეხმიანება. „მსოფლიოში, კრეატიული ინდუსტრიების ზრდის პარალელურად, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის პოლიტიკის ნაწილი გახდა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება. ამ პროგრამის მეშვეობით თბილისის მერია ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩართული ახალგაზრდების დასაქმებას, მდგრადობას და განვითარებას“, - აღნიშნა მაკა ნასრაშვილმა. პროგრამის ამოცანაა შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში კულტურული მრავალფეროვნების გამოკვეთა, კულტურის სფეროზე ხელმისაწვდომობის, ჩართულობის გაძლიერება და მდგრადობა, კულტურული ტურიზმის განვითარება და ამით დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდა. პროგრამის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, ვიზუალური ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება. „შემოქმედებითი თბილისის“ საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს ვებგვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge. პროგრამისთვის შექმნილ ახალ ელექტრონულ პლატფორმაზე, დაინტერესებული პირები დეტალური ინფორმაციის მიღებას და მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებაზე განაცხადის ონლაინ რეჟიმში გაკეთებას შეძლებენ.
(NS)
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)