03:16 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-13 10:50:01, 1109 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლის ორგანიზებით მწვანე საფარის აღდგენის ფარგლებში ბორჯომის სატყეო უბნის ტერიტორიაზე მარადმწვანე ნერგები დაირგო

იუსტიციის სახლის ორგანიზებით მწვანე საფარის აღდგენის ფარგლებში ბორჯომის სატყეო უბნის ტერიტორიაზე მარადმწვანე ნერგები დაირგო.

გამწვანების აქცია სსიპ იუსტიციის სახლის,  სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს, თიანეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბორჯომის  მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მოეწყო.

აღსანიშნავია ის, რომ იუსტიციის სახლი გამწვანების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და  გამოვთქვამს სრულ მზადყოფნას პარტნიორ თანამშრომლობით ხელი შეუწყოს  დაზიანებული ტყის აღდგენის პროცესს.

ბორჯომის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ე.წ. ბორჯომის პლატოს მიდამოებში სანერგე მასალა 300 ძირი ფიჭვი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იქნა გადატანილი და ღონისძიება ბორჯომში დაზიანებული ტყის ნაწილის აღდგენას ისახავს მიზნად.   

როგორც ცნობილია,  ტყეს ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ის გავლენას ახდენს ჟანგბადის და ნახშირბადის ბალანსზე.  

პროექტის  ფარგლებში გაშენებულ ტყის მასივს სიმბოლურად იუსტიცის სახლის სახელობის ტყის სახელწოდება მიენიჭება და ადგილზე შესაბამისი აღნიშვნაც გაკეთდება.

 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics