|
2019-05-11 17:59:48, 1279 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა
ათასობით ადამიანი დაესწრო დღეს თბილისში, მთაწმინდის პარკში გამართულ ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც წელს მე-10-დ აღინიშნა. ახალი ღვინის ფესტივალში სულ 250 ღვინის მწარმოებელი, როგორც დიდი კომპანია, ისე მცირე და საშუალო საოჯახო მარანი მონაწილეობდა. ფესტივალზე დასასწრებად საქართველოს მსოფლიოს 13 ქვეყნიდან ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, იმპორტიორები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები ეწვიენ. ფესტივალი საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. „წლევანდელი ფესტივალი გამოირჩევა ხალხმრავლობით. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბევრი უცხოელი ღვინის პროფესიონალი ეწვია საქართველოს საფრანგეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ისინი დღეს ეცნობიან ქართულ ღვინოს და ღვინის კულტურას. ეს ფესტივალი სწორედ ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მისი ცნობადობის ზრდას ემსახურება" - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. ფესტივალი ტრადიციულად ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. ქვევრში წელს ღვინის კლუბის მიერ შერჩეული,თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ტელეფაში დაყენებული ოცხანური საფერე იყო, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც ფესტივალის სტურებს მიეცათ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ოცხანური საფერე, ქისი, ხიხვი, ჩინური, მწვანე კახური, თავკვერი, შავკაპიტო, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, წულუკიძის თეთრა, ჩხავერი, ძელშავი, სხილათუბანი, კუნძა, ხიდისთაური, კახური მცვივანი, საფერავი ბუდეშურისებრი და სხვა.
(NS)
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)