|
2015-06-27 09:39:40, 537 ნახვა
საზოგადოება
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრენინგი „მიგრანტთა განთავსების ცენტრის ეფექტური მართვა“ გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ტრენინგი თემაზე - „მიგრანტთა განთავსების ცენტრის ეფექტური მართვა“ დასრულდა. შსს-ს ინფორმაციით, სწავლება მიგრაციის დეპარტამენტის ინიციატივითა და „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ორგანიზებით ჩატარდა. ტრენინგი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი გრეგ პიდაკოსი უძღვებოდა. სწავლების დროს განიხილეს მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში სამედიცინო მომსახურების, საგანგებო სიტუაციების მართვის, კომუნიკაციის და სხვა საკითხები. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის წარმომადგენელმა მარკ ჰულსტიმ გადასცა და წარმატებები უსურვა მათ. სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიას მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, დეპარტამენტის თანამშრომლები და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის წარმომადგენელი დაესწრნენ. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის სფეროში“ ფარგლებში ჩატარდა. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენდა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)