21:53 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 12:43:50, 1107 ნახვა

საზოგადოება
3 მაისს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, 3 მაისს,  თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების ფორუმის მონაწილეებს აქტიურ ვაკანსიებს 20-მდე მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანია შესთავაზებს. სამუშაოს მაძიებლები ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ.

ღონისძიება თემქისა და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა გაბუნიას ინიციატივით იმართება და ძირითად სამიზნე ჯგუფს ამ რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლები წარმოადგენენ. თუმცა, ფორუმში მონაწილეობა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები  მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო  პროგრამებსა და სერვისებს დეტალურად გააცნობენ.

ფორუმი 11:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.  მისამართი: ქ. თბილისი; ჩარგლის ქუჩა N 73.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics