|
2019-05-02 10:08:52, 2110 ნახვა
ეკონომიკა
დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა
1 მაისს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტის პროექტის განხილვის მიზნით ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა. ვაჭრობასთან დაკავშირებული ნაწილის მოლაპარაკებებს საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო დიდი ბრიტანეთის მხრიდან დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან მთავარი მომლაპარაკებელი სარა კროფტი. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (ბრექსიტის) პროცესიდან გამომდინარე, ორივე მხარის მიზანია, არ შეფერხდეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით მხარეთა შორის დარეგულირებული პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებულ იქნას ორმხრივი შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმება ბრიტანეთთან ურთიერთობებში ჩაანაცვლებს ასოცირების შეთანხმებას და ამასთან, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის. მხარეთა მიერ განხილულ იქნა მიმდინარე წლის იანვარში, ლონდონში კონსულტაციების პირველ რაუნდის შემდეგ დარჩენილი ღია საკითხები, მათ შორის საბაჟო, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და სხვა სფეროებში. მხარეთა მიზანია შეთანხმების საბოლოო ტექსტის შეჯერება უმოკლეს ვადაში, რითაც ბრექსიტის შემდგომ უზრუნველყოფილი იქნება არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნება.
(NS)
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)