|
2019-05-01 12:30:22, 1111 ნახვა
საზოგადოება
7-16 მაისს თბილისი სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლებს
თბილისი 7-16 მაისს, სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა საუნივერსიტეტო ქალაქს გააერთიანებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 10-დღიან სტუდენტურ ზეიმში მონაწილეობას საქართველოს 36 უნივერსიტეტი მიიღებს. კახა კალაძემ პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა. „ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქიდან. რეგიონებიდან ჩამოვლენ სტუდენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტური სივრცე დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა და მონაწილე უნივერსიტეტების სპორტულ გუნდებსა და შემოქმედებით ჯგუფებს უმასპინძლებს. მისასალმებელია მსგავსი პროექტების განხორციელება. მსურს, მადლობა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრს. რომ არა მათი მხარდაჭერა, ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ერთიანი ძალისხმევით, გვაქვს შესაძლებლობა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 36 უნივერსიტეტის სტუდენტებს ვუმასპინძლოთ და მივცეთ საშუალება, ზეიმი მოაწყონ. ამ ათი დღის განმავლობაში, იქნება ჩემპიონატები სპორტის რამდენიმე სახეობაში და კონკურსები კულტურულ-შემოქმედებით მიმართულებებში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ფესტივალის ფარგლებში, ასევე, განხორციელდება არასაკონკურსო აქტივობები ინოვაციების, კულინარიის, კრიკეტის, სპორტის ექსტრემალური სახეობების მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)