|
2019-04-28 00:28:26, 1493 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე - ნათლობის წესის აღსრულებით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება მაგრამ ეს არაა საკმარისი
ეკლესიაში მაცხოვრისა და მისი მოწაფეებისაგან დადგენილი ნათლობის წესის აღსრულებით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. " სულიწმინდის ნიჭის თანაზიარი ამ ქვეყნად ყველა მართლმორწმუნე ხდება; ამასთან ადამზე აღმატებულის, რადგან ეს მადლი ჩვენს პირველმშობლებს საჩუქრად, დამსახურების გარეშე, ჰქონდათ დედამიწაზე, ედემში; ქრისტიანებს კი იგი ეძლევათ მაცხოვრის უდიდესი გამომსყიდველი მსხვერპლისა და პირადი სულიერი ღვაწლის შედეგად და ამასთან, მარადიული ნეტარების დასამკვიდრებლად; მაგრამ მის შენარჩუნებას ბოროტის მიერ დაგებული ათასგვარი განსაცდელის გამო, მცირედნი თუ აღწევენ. ამიტომაც ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად და შემოქმედთან აღდგენილი კავშირის შესანარჩუნებლად. მითუმეტეს დღეს, როდესაც განსაკუთრებით დამძიმდა დრო და ჩვენი ცოდვებიც, მხოლოდ აუცილებელია მაცხოვრის მიერ ბოძებული ასევე უდიდესი საიდუმლოც სინანულისა, რომლის მადლითაც უფალი შეიწირავს რა ჩვენს გულწრფელ აღსარებას, ღირსგვყოფს დაუსჯელად მივიღოთ წმინდა ზიარება და ცოდვებიც აღგვეხოცოს." -ნათქვამია ეპისტოლეში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)