|
2019-04-26 14:01:02, 1464 ნახვა
საზოგადოება
სპორტმანქანების მფლობელები საგადასახადო შეღავათით მას შემდეგ ისარგებლებენ, რაც ჩამოყვანილ ავტომობილს სპორტულად გადააკეთებენ
სპორტული დანიშნულების ავტომობილებზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ავტორების განმარტებით, ავტომობილთა მფლობელები საგადასახადო შეღავათით მხოლოდ მას შემდეგ ისარგებლებენ, რაც ჩამოყვანილ ავტომობილს სპორტული დანიშნულების შესაბამისად გადააკეთებენ. კანონპროექტის მიხედვით, სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად - 100 ლარით განისაზღვრება. კანონპროექტის ავტორები პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა არიან. "მათთვის ვისაც სურვილი აქვს, რომ სპორტული ავტომობილების იმპორტი განახორციელოს პირველ რიგში აუცილებელი იქნება, რომ მათ გადააკეთონ ავტომობილი, შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ, სატრანსპორტო სპორტის ფედერაციის ტექნიკური პასპორტი მიიღონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობას", - განაცხადა ყაველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)