|
2019-04-25 17:51:07, 1525 ნახვა
საზოგადოება
ზალკალიანი დავით გარეჯზე: აზერბაიჯანული მხარე დაკეტილ პუნქტებს გახსნის
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია. როგორც მინისტრმა განმარტა, აზერბაიჯანული მხარე დაკეტილ პუნქტებს გახსნის. „საუბარი მქონდა ჩემს კოლეგასთან. სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაკეტილი პუნქტები გახსნას. მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ, რათა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული პრობლემა უფრო ინტენსიურად მოგვარდეს. მოგეხსენებათ, პროცესი შეფერხებული იყო კომისიებში არსებული ცვლილებების გამო. ჩვენ ამაზე მსჯელობა უახლოეს დღეებში გვექნება და პროცესი დაიწყება. იმედი გვაქვს, ეს საკითხი ორ მხარეს შირის მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოგვარდება. მსგავსი ინციდენტები პირველი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ითქვას, რომ აქტიური კომუნიკაციის შედეგად აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად ეს პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ინფორმაციით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)