07:49 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 14:18:50, 2129 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა და ყაზახეთის ინფრასტრუქტურის მინისტრი შუა სატრანზიტო კორიდორის კონცეფციის განვითარებაზე შეთანხმდნენ

„ჩვენ განვიხილეთ ბევრი სტრატეგიული საკითხი, მათ შორის, ჩვენი სატრანზიტო კორიდორის, ე.წ. „შუა კორიდორის" კონცეფციის შემდგომი განვითარება, ასევე გამჭოლი ტარიფები, რომლებიც უფრო მარტივს გახდის სატვირთო გადაზიდვებს აღნიშნულ კორიდორში და უფრო მეტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო ფუნქციას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო - ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. დოკუმენტს   ასევე ხელი მოაწერა ყაზახეთის რესპუბლიკის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრმა რომან სკლიარმა. ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 ნათია თურნავას განცხადებით, როგორც საქართველოს, ასევე ყაზახეთს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ იმ ნაკადების მოზიდვაში, რომლებიც ჩინეთიდან შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპას უნდა მიეწოდოს. „ჩვენ ასევე განვიხილეთ საბორნე მიმოსვლის ინტენსიფიკაცია შავ და კასპიის ზღვებზე, რადგან აღნიშნულიც შუა კორიდორის შემადგენელი ნაწილია.", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

რაც შეეხება ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ისეთ სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ორმხრივი ვაჭრობა, ტურიზმი და ა.შ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics