|
2019-04-18 12:58:29, 2171 ნახვა
საზოგადოება
ბზა - ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
ბზობა ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, მის სახედარს ზოგი თავის სამოსს უფენდა ფეხქვეშ, ზოგი - პალმის ტოტებს. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს. ბზის შესახებ გამოცდილების გაზიარებისთვის ჰიპერმარკეტების ქსელის „გორგიას“ ფლორისტს დავით ჩანგიანს ვეწვიეთ. „გორგიაში“ მცენარეების ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს, როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრისთვის. ასევე, გვაქვს ყველა საჭირო აქსესუარი, რაც მათი მოვლისთვისაა საჭირო. ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება ინტერესი ბზასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავითმა ინტერვიუს დროს.
ბზა, მისი ნელა ზრდის გამო, ადვილად ექვემდებარება კრეჭას, მარტივად შესაძლებელია, მიეცეს ნებისმიერი ფორმა, რის გამოც მისი გამოყენება საკმაოდ გავრცელებულია ლანდშაფტის დიზაინში. ბზის გაკრეჭისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული, რადგან ახალამოსული ღეროები უფრო იოლად იღებს ნებისმიერ ფორმას.
როგორც „გორგიას“ ფლორისტმა გვითხრა, ბზის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მის ფოთლებსა და ძირს. ჯანსაღი ბზის ბუჩქი სავსე და მკვეთრი მწვანეა. მოყვითალო, ან გახუნებული ფოთლები, მწერები მის არასიჯანსაღეზე მეტყველებს. ამ დროს მცენარის გადასარჩენად აუცილებელია მისი შეწამვლა. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ბზას სამკურნალოდ იყენებდნენ. ბზის ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი გამოიყენებოდა ხველების, ცხელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და მალარიის დროს. დღევანდელ დღეს ჰომეოპათიურ მედიცინაში ბზა წარმატებით გამოიყენება რევმატიზმის სამკურნალოდ. თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, რადგან ბზის ზოგიერთი სახეობა შხამიანია და ამიტომ მას თანამედროვე მედიცინაში არ გამოიყენებენ.
(R)
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)