13:35 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 14:32:14, 1825 ნახვა

საზოგადოება
„არა ქსენოფიბიას“ - საქალაქო სასამართლოსთან ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

 „არა სიძულვილს“ – საქალაქო სასამართლოსთან უფლებადამცველ, ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად აქცია გაიმართეს.

აქციაზე იმყოფებოდა  ვიტალი საფაროვის და, ლიკა საფაროვა. ის დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ არ იყოს სიძულვილი საქართველოში და ასეთი მსხვერპლი, როგორც დაემართა ჩემს ძმას, აღარ იყოს აქ. მინდა, რომ დაისაჯონ აბსოლუტურად ყველა, ვინც მიიღო მონაწილეობა ყველაზე ძლიერი მუხლით“, - განაცხადა ლიკა საფაროვმა.

აქციის მონაწილეები საფაროვის ოჯახის წევრებს სოლიდარობას უცხადებენ და ქსენოფობიას ემიჯნებიან.

შეგახსენებთ, 25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი თბილისში, 30 სექტემბერს მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი, მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics