18:42 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 14:10:45, 1828 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მთავარი ფუნქცია იქნება ხალხის მომსახურება

„ცერემონიები იქნება ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მხოლოდ ერთერთი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია იქნება ხალხის მომსახურება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ავლაბრის რეზიდენციის შესახებ საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი ამოცანაა, სასახლე ხალხს დაუბრუნდეს და მთავარი ფუნქცია რეზიდენციას სწორედ ამ სულისკვეთების გათვალისწინებით მიენიჭება.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც გავეცით. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს სასახლე დავუბრუნოთ ხალხს და შესაბამისად, ამ სულისკვეთების გათვალისწინებით იქნება მინიჭებული ახალი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია საპრეზიდენტო სასახლისთვის. რაც შეეხება ცერემონიებს, ეს იქნება სასახლის მხოლოდ ერთერთი ფუნქცია. მთავარი ფუნქცია იქნება ხალხისთვის მომსახურება",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე და საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ  რა დატვირთვა მიენიჭება სასახლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics