|
2015-06-24 09:12:23, 490 ნახვა
საზოგადოება
ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი ოლიმპიადის მომსწრენი გავხდებით
დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი ოლიმპიადის მომსწრენი გავხდებით, რაც არის ამაღელვებელი თითოეული ჩვენგანისთვის, ვინაიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში ჩატარდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური ობიექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. ოლიმპიური ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემოწმების გადაწყვეტილება პრემიერ–მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საორგანიზაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, დაუგეგმავად მიიღო. მთავრობის მეთაური ოლიმპიურ სოფელს ეწვია, შემდეგ კი „თბილისი 2015“-ისთვის განკუთვნილი ახალი სპორტული ობიექტები–მძლეოსნობის დარბაზი, ტანვარჯიშის არენა, საცურაო აუზები, ფრენბურთის არენა მოინახულა და გარე პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. პრემიერის განცხადებით, მნიშვნელობანია, რომ საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ღონისძიებებას. „ეს არის დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის და ამავდროულად უზარმაზარი პრივილეგია. დამამათავრებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ხდება დასუფთავება. ველოდებით ოლიმპიადას და ველოდებით ბევრ სტუმარს, თბილისი ივლისის ბოლოს იქნება ძალიან დატვირთული. ოლიმპიადის დასრულებისთანავე, ორ კვირაში ველოდებით უეფა-ს სუპერ თასის ფინალს, რაც ასევე იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტები და ვიზიტორი ჩამოვიდეს თბილისში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ოლიმპიური ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ორ კვირაში დასრულდება. 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისს გაიხსნება.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)