07:44 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 14:26:47, 1272 ნახვა

საზოგადოება
დევნილებმა „დირსის“ მეორე კორპუსიც დატოვეს

დევნილებმა „დირსის“ მე-15 კორპუსიც დატოვეს, - ამის შესახებ კომპანია "დირსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "დირსი" იმედს გამოთქვამს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება. გარდა ამისა, კომპანია ზარალის ანაზღაურებას სრულად თავის თავზე იღებს. 

"მოხარულებული ვართ, რომ ის უსიამოვნო ინციდენტი, რომლის მომსწრეც საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში იყო, მშვიდობიანად დასრულდა. რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურად დაცვის სამინისტროს, საქართველოს საპატრულო პოლიციას, ძალოვან უწყებებს, მათთან კოორდინირებული მუშაობისა და შუამდგომლობის შედეგად მოხდა პრობლემის სრულად აღმოფხვრა რის შედეგადაც დევნილებმა დატოვეს უკანონოდ დაკავებული ჩვენი კუთვნილი კომპლექსი. გვესმის და სრულად ვუთანგრძნობთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები. თუმცა, სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია, სხვისი საკუთრების ხელყოფა. ამ დღეების განმავლობაში დაირღვა ჩვენი მესაკუთრეების უფლებები. გვსურს იმედი გამოვთქვათ, რომ მსგავს ინციდენტებს ადგილი აღარ ექნება. დღეიდან, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ასევე, განახლდა სამშენებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 5 წელიწადში მილიარდნახევარ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მაცხოვრებლებს იმისთვის, რომ ისინი გაგებით მოეკიდნენ შექმნილ ვითარებას. ზარალის ანაზღაურებას კი კომპანია სრულად თავის თავზე იღებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics