05:24 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 16:05:00, 1428 ნახვა

საზოგადოება
რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, გიორგი დანელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა თებერვალში გართულდა. მაშინ რეჟისორს ფილტვების ანთება დაუდგინდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. 

ცნობისთვის, გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს დაიბადა.იგი მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში სწავლობდა და პარალელურად ფილმებში თამაშობდა, რის შემდეგაც 1956 წელს "მოსფილმის" კურსზებზე ჩაირიცხა. დანელიას პოპულარული ფილმებია: „მიმინო“, „შემოდგომის მარათონი", „მე დავდივარ მოსკოვში“, "'პასპორტი" და სხვა. დანელიას სახალხო არტისტის წოდება 1990 წელს მიენიჭა.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics