03:16 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 20:03:58, 1847 ნახვა

ეკონომიკა
EBRD-ის რეგიონული დირექტორი - საქართველო ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია

საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია, - ამის შესახებ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  საქმიანობა განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კატარინა ბიორლინ ჰანსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, EBRD ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ორი წლის წინ EBRD იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელმაც რეგიონებში ინვესტიციების ჩადება დაიწყო, რამაც ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ხელშესახები შედეგი გამოიღო.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველო გეგმავს, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უახლოეს რამდენიმე წელიწადში დაასრულოს და გადაერთოს ისეთ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, როგორიც განათლებაა. თავის მხრივ, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა აღნიშნა, რომ EBRD მზად არის, განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოს მხარი დაუჭიროს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე ესწრებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics