03:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 18:17:50, 979 ნახვა

საზოგადოება
PSP-მ ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართულენოვანი სასკოლო წიგნები გადასცა

1 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას PSP-მ სასკოლო წიგნების და სასწავლო რვეულების ნაკრებები გადასცა.

სახელმძღვანელოები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. სახელმძღვანელოები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს გადაეცემათ.

„სასწავლო სახელმძღვანელოების შესახებ ქართულენოვან მოსახლეობას საზღვარგარეთიდან არაერთხელ მოუმართავს. განსაკუთრებული მოთხოვნაა თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიების გარეთ მცხოვრები მოსწავლეების მშობლებისგან. მათ ხელი არ მიუწვდებათ ქართულ ენაზე გამოცემულ სახელმძღვანელოებზე, თუმცა სურვილი და ინტერესი დიდი აქვთ. ამ მოსახლეობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე ძალიან სასიამოვნო და საჭირო საჩუქარი იქნება“, - აცხადებენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

„PSP ქართული კომპანიაა. უკვე 25 წელია ქართულ საქმეს ვაკეთებთ და მოხარული ვართ, რომ ქართულენოვან მოსახლეობას ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ექნება. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობას გავაფართოვებთ“, - აცხადებენ პსპ-ში.

პსპ-სა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ეს თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა იდეას, უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდეს.  

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics